Сообщения

დღე 8

განვიხილეთ ფასილითაცია ტექნოლოგიებით,კითხვების დასმა მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა,რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე.მოვახდინეთ მეშვიდე მოდულის შეჯამება.დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.

დღე 7

მუშაობა დავიწყეთ მოსწავლის ნამუშევრის განხილვით,შევუფასეთ ერთმანეთს ნამუშევარი წყვილებში და მივეცით უკუკავშირი. ვისწავლეთ დიფერენცირებული მიდგომა,ვიმუშავეთ კითხვარზე რომელიც გათვლილი იყო დიფერენცირებულ მიდგომაზე. შაბლონში ჩავწერთ ის აქტივობები რომლებიც დამეხმარება როგორც სსსმ მოსწავლეების პროექტში ჩართვაში,ისე ნიჭიერი  და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია

დღე 6

ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე,მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლეთა ნაშრომის გასაუმჯობესებლად,განვიხილეთ შეფასების სტრარეგიების განხილვა,ვიმუშავეთ შეფასების ფორმების შედგენაზე,გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომსა და პროექტის გეგმის შაბლონს.მადლობა დღევანდელი დღისთვის.

დღე-5

შემოწმებული იქნა საშინაო დავალება,დავკონკრეტდით შეფასების მეთოდებსა და შეფასების მოკლე მონახაზში.შევიმუშავეთ წინარე ცოდნა.ავტვირთეთ სასწავლო პროექტების პრეზენტეცია დისკზე,მივეცით უკუკავშირი ერთ-ერთ მონაწილეს. განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული.განვიხილეთთ საავტორო უფლებები,ვიმუშავეთსასწავლო ნიმუშების შექმნაზე.მადლობა.

სასწავლო პროექტების პრეზენტაცია

დღე-3

დიდი მოლოდინის შემდეგ გამართლდა მოლოდინი . შეხვედრა დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვით. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის სტანდარტზე,ვიმუშავეთპროექტის მიზნებსა და შედეგებზე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების,ბლუმის ტიქსონომიის სიტყვების,სტანდარტებისა და მიზნენის გამოყენება.ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი  კითხვების გამოყენება.