განვიხილეთ ფასილითაცია ტექნოლოგიებით,კითხვების დასმა მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა,რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე.მოვახდინეთ მეშვიდე მოდულის შეჯამება.დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.
დავიწყეთ მუშაობა პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლებით,შევადგინეთ პროექტის შინაარსი,პროექტს შევუსაბამეთ სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ვიმუშავეთ შაბლონების შედგენაზე.მოვამზადეთ პუბლიკაციები.რაც მთავარია განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტი და მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები.დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას ეფექტური ტრენინგის ჩატარებისათვის.
ტრენინგზე მოსვლამდე მქონდა დიდი მოლოდინი,რომელიც სრულად გამართლდა.სამუშაო დღე იყო საკმაოდ დატვირთული.შეგვექმნა წარმოდგენა პროექტებით სწავლებაზე,გავეცანით უფრო ღრმად თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ 21-ე საუკუნის მოქალაქეები,გავეცანით თუ რა უნარების ჩამოყალიბებაა საჭირო ამისათვის.გავეცანით ვიდეო ფილმს,რომელშიც კარგად ჩანდა პროექტის სწავლებას თუ რა დიდი შედეგის მოცემა შეეძლო.გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშს,რომელიც დამეხმარება დავალების გააზრებასა და ჩამოყალიბებაში.შევქმენით საქაღალდეები და blog-ი. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას.
შემოწმებული იქნა საშინაო დავალება,დავკონკრეტდით შეფასების მეთოდებსა და შეფასების მოკლე მონახაზში.შევიმუშავეთ წინარე ცოდნა.ავტვირთეთ სასწავლო პროექტების პრეზენტეცია დისკზე,მივეცით უკუკავშირი ერთ-ერთ მონაწილეს. განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული.განვიხილეთთ საავტორო უფლებები,ვიმუშავეთსასწავლო ნიმუშების შექმნაზე.მადლობა.
Комментарии
Отправить комментарий