დღე 1
ტრენინგზე მოსვლამდე მქონდა დიდი მოლოდინი,რომელიც სრულად გამართლდა.სამუშაო დღე იყო საკმაოდ დატვირთული.შეგვექმნა წარმოდგენა პროექტებით სწავლებაზე,გავეცანით უფრო ღრმად თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ 21-ე საუკუნის მოქალაქეები,გავეცანით თუ რა უნარების ჩამოყალიბებაა საჭირო ამისათვის.გავეცანით ვიდეო ფილმს,რომელშიც კარგად ჩანდა პროექტის სწავლებას თუ რა დიდი შედეგის მოცემა შეეძლო.გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშს,რომელიც დამეხმარება დავალების გააზრებასა და ჩამოყალიბებაში.შევქმენით საქაღალდეები და blog-ი. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას.
Комментарии
Отправить комментарий